"ანტილეგოს" ჩუსტი ლეგოს კონსტრუქციებისგან დაგიცავთ

კომპანია ლეგომ სპეციალური ჩუსტი შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მფლობელს, იატაკზე დაყრილი, ლეგოს ასაწყობი კონსტრუქციის დეტალებზე უმტკივნეულოდ გაიაროს.

"ანტილეგოს" ჩუსტი ფრანგულმა სარეკლამო სააგენტო Brand Station-მა შექმნა. პირველ ეტაპზე "ანტილეგოს" 1 500 წყვილი  შეიკერა, რომელიც საჩუქრად გადაეცემა მათ, ვინც ლეგოს ფრანგულ ვებგვერდზე საშობაო სურვილების სიას შეავსებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლეგოს დანიურმა მწარმოებელმა ვიდეოთამაში Lego World შექმნა, რომელიც ცნობილ Minecraft-ს კონკურენციას გაუწევს.