რომელ დიზაინერსა და მოდელს ეძებდნენ "გუგლში" ყველაზე ხშირად

ვიდრე მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები 2016 წლის კოლექციებზე მუშაობენ, კომპანია Google-მა 2015 წლის ყველაზე ”ძებნადი” დიზაინერების ათეული გამოაქვეყნა.

ათეულს ლიდერობს რაფ საიმონსი, რომლის ”აღზევება” პირველ ადგილამდე სავარაუდოდ, ოქტომბერში საიმონსის მიერ კრისტიან დიორის კრეატიული დირექტორის პოსტის დატოვებას მოჰყვა.

პირველ ხუთეულში საქართველოში ნაკლებად პოპულარული დიზაინერები მოხვდნენ, მეორე ხუთეულში კი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები აღმოჩნდნენ.

„გუგლში“ ყველაზე ”ძებნადი” დიზაინერების ათეული ასე გამოიყურება:

10. ტომი ჰილფიგერი

9. ზუჰაირ მურადი

8. კრისტიან ლაკრუა

7. კარლ ლაგერფილდი

6. ელი სააბი

5. ტადაში შოჯი

4. თაკუნ პანიჩგული

3. ჯამბატისტა ვალლი

2. შოშანა ლონშტეინ გრასი

1. რაფ საიმონსი

ყველაზე ძებნადი დიზაინერების პარალელურად, Google-მა ყველაზე ძებნადი ”ოსკაროსანი კაბების” რეიტინგიც შეადგინა. როგორც გაირკვა, 2015 წელს ინტერნეტში ყველაზე მატად ლუპიტა ნიონგის ქელვინ კლაინის კაბას ეძებდნენ, მეორე ადგილზე აღმოჩნდა ელი სააბის კაბა, რომელიც ჯენიფერ ლოპესს „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ემოსა, ხოლო მესამეზე გვინეტ პელტროუს ღია ვარდისფერი კაბა, რომელიც დიზაინერებმა ”რალფ ენდ რუსომ” შექმნეს, მეოთხე ადგილი ერგო ქეით ბლანშეტის ჯორჯო არმანის შავ კაბას, მეხუთე პოზიცია კი წითელი ივ სენ ლორანის კაბას, რომელიც დაკოტა ჯონსონმა მოირგო.

„ოსკაროსანი კაბების“ ტოპათეული ასე გამოუყურება:

1.ლუპიტა ნიონგის ქელვინ კლაინის კაბა

2. ჯენიფერ ლოპესის ელი სააბის კაბა

3. გვინეტ პელტროუს რალფ & რუსსოს კაბა

4. ქეით ბლანშეტის ჯორჯო არმანის კაბა

5. დაკოტა ჯონსონის ივ სენ ლორენის კაბა

6. როზამუნდ პაიკის ჟივენშის კაბა

7. მელანი გრიფიტის როლან მურეს კაბა

8. ლედი გაგას აზედინ ალაიას კაბა

9. სკარლეტ იოჰანსონის ვერსაჩეს კაბა

10. რიზ უიზერსპუნის ტომ ფორდის კაბა

2015 წლის ყველაზე „ძებნადი“ მოდელების ტოპათეულში კი ქეით აპტონი ლიდერობს:

1. ქეით აპტონი

2. ქენდალ ჯენერი

3. მირანდა კერი

4. ჰეიდი კლუმი

5. ჟიზელ ბიუნდჰენი

6. ქეით მოსი

7. ბეჰატი პრინსლო

8. ჯიჯი ჰადიდი

9. კარლი კლოსი

10. ნაომი ქემპბელი

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე