2020 წლისთვის რობოტები დასაქმების ბაზარზე 5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაანაცვლებენ

შრომით ბაზარზე გარდამტეხი და გამანადგურებელი ცვლილებების, მათ შორის რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის შედეგად,

2020 წლისთვის 5,1 მილიონი ადამიანი მსოფლიოს 15 წამყვან ქვეყანაში სამსახურის გარეშე დარჩება.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი შემცირება მოსალოდნელია საოფისე და ადმინისტრაციულ სფეროში, სადაც 2020 წლისთვის ჯამში 4,7 მილიონი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და მათ ადგილს რობოტები დაიკავებენ.

ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში სამსახურის დაკარგვა 7,1 მილიონ ადამიანს ემუქრება, თუმცა ამის პარალელურად შეიქმნება 2 მილიონი ახალი პოზიცია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზით, უმუშევრობა უფრო მეტად შეეხებათ ქალებს, ვინაიდან გაყიდვების, ოფისისა და ადმინისტრაციის სფეროში მეტწილად ქალები არიან დასაქმებული.

გაერო-ს შრომის საერთაშორისო ოგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 11 მილიონ ადამიანს ემუქრება უმუშევრობა.