„ბენტლის“ მფლობელებისთვის სპეციალური სმარტფონი შეიქმნა

მდიდრების სეგმენტში მოქმედმა ორმა კომპნაიამ Bentley-მ და Vertu-მ მორიგი ერთობლივი პროექტი წარადგინეს.

ეს არის ძვირად ღირებული გაჯეტი Signature Touch - სპეციალურად ბენტლის მფლობელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ორ კომპანიას შორის ხუთწლიანი თანამშრომლობის მანძილზე ეს მესამე ერთობლივი პროექტია.

სმარტფონი წარმოდგენილია ორ ვარიანტად Beluga და Hotspur, რომელსაც „ბენტლის“ 3D ლოგო ამშვენებს. განსაკუთრებული პროგრამა რომლითაც აღჭურვილია სმარტფონი მის მფლობელს ვიპ წვდომის საშუალებას აძლევს ისეთ დანართებზე, რომელიც მხოლოდ ამ მოდელშია ინტეგრირებული. სმარტფონი ანდროიდის ბოლო 5,1 Lollipop-ზე მუშაობს და ასევე აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის ფოტოკამერითა და დინამიკებით. სმარტფონის მფლობელს ასევე შეუზღუდავი წვდომა ექნება ვერტუს ისეთი მომსახურების პორტფელებთან, როგორიცაა Dedicated Concierge, Vertu LIFE, and Vertu Certainty. ასევე აღსანიშნავია ახალი პროგრამა Lost Phone, რომელიც სმარტფონის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელს საშუალებას აძლევს, მასში არსებული ყველა მონაცემი წაშალოს.

სიახლის ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინა მოდელები 19 ათას დოლარამდე ღირდა, სავარაუდოდ, ახალი მოდელი კიდევ უფრო ძვირი ეღირება.

კოკა კვირკველია