თვითმფრინავი, რომელიც ნიუ-იორკიდან ლონდონში 11 წუთში ჩავა

კანადელი ინჟინერი ზებგერითი თვითმფრინავის მოდელზე მუშაობს, რომელსაც ლონდონიდან ნიუ-იორკში ჩასვლა 11 წუთში შეეძლება. ამის შესახებ "სიენენი" წერს.

კონცეფცია "ანტიპოდის" იდეა და დიზაინი ინჟინერმა ჩარლზ ბომბარდიერმა განავითარა. თეორიულად, ახალი მოდელის თვითმფრინავს ათი მგზავრის გადაყვანა შეეძლება და იგი 12 430 მილს ერთ საათში დაფარავს.

"მინდოდა შემექმნა ისეთი საფრენი აპარატი, რომელიც რაც შეიძლება სწრაფი იქნებოდა", - აღნიშნა ბომბარდიერმა.

თუმცა, მისივე თქმით, ჯერ არ არსებობს ისეთი მასალა, რომელსაც "სიმხურვალის, წნევისა და სტრუქტურული სტრესის ატანა" შეეძლება. ნასა-ს ინჟინერი, ჟოზეფ ჰეიზელტაინი კი ამბობს, რომ გამოსავალი არსებობს.

"ანტიპოდის" ავტორი ჩარლზ ბომბარდიერი აცხადებს, რომ სუპერსწრაფი თვითმფრინავის შექმნა 150 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება.

იხილეთ ფოტოგალერეა