ქართველი ინჟინრის უნიკალურმა გამოგონებამ სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუხსნა
ქართველი ინჟინრის უნიკალურმა გამოგონებამ სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუხსნა
1 მარტი / 2016
სოსო ნარჩემაშვილის მიერ გამოგონებული წყალსაქაჩი აგრეგატი უკვე შვიდ სოფელშია დამონტაჟებული.
,,ირექსონმა” მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუხსნა. ტუმბოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ წყლის წნევაზე მუშაობს და ფუნქციონირებისთვის არანაირი ხარჯი არ სჭირდება. როგორც გამომგონებელი სოსო ნარჩემაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, წყალსაქაჩი აგრეგატი
You must have Flash Player installed in order to see this player.
24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ამისთვის ადამიანის ჩართულობას არ საჭიროებს.
,,აგრეგატის სიმძლავრე და წარმადობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის მკვებავი მილის დიამეტრსა და წნევაზე. ტუმბოს წყლის აქაჩვა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე შეუძლია. დიდი ხანი არაა, რაც აგრეგატი სოფელ ოლავერდში დავამონტაჟეთ. მისი მეშვეობით 200-ტონიანი ავზი ერთ დღე-ღამეში ივსება”, - აღნიშნავს სოსო ნარჩემაშვილი. მისი თქმით, თუ ყველა ფაქტორი გათვალისწინებულია, დანადგარს წამში ათი ლიტრი წყლის ამოქაჩვა შეუძლია.
მოწყობილობა, რომელიც საწვავის, დენისა და სხვა დანახარჯების გარეშე მუშაობს, უკვე დაპატენტებულია.
სოფელ ოლავერდში ,,ირექსონი” მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. როგორც პროექტის კოორდინატორი აღნიშნავს, ადგილების შესწავლა გრძელდება და წყალსაქაჩი აგრეგატით კიდევ ბევრი სოფლის წყალმომარაგების პრობლემის მოხსნაა შესაძლებელი.
„სამცხე ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მარნეულის ბევრ სოფელშია წყლის მიწოდების პრობლემა. ამ გამოგონებით საკითხის მოგვარება მინიმალური დანახარჯებითაა შესაძლებელი”, - აღნიშნავს თიკო ტყეშელაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე
კომენტარები (21)
29.05.2016
უსერ
ეს ნასოსი ჯერ კიდევ 19 საუკუნეში შექმნეს , მუშაობის პრინციპი მარტივია , გრავიტაციის შედეგად წყლის დაწნეხვის იმპულსის გამოყენება , ram pump დაძებნეთ გუგლში ,
03.03.2016
მესხი
კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ სოსო ნარჩემაშვილს მიღწეულს. საჭიროა კონკრეტული კვლევების ჩატარება და ტუმბოს პრაქტიკული მახასიათებლების დადგენა.
მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 102,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 15,4 ათასი ტონით აღემატება.
გერმანია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც საწვავზე მომუშავე მანქანების აკრძალავის ოფიციალურ თარიღს დაადგენს და მათ ელექტრომობილებით ჩაანაცვლებს.
„არ არის გამორიცხული, რომ ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდეს“
ავიაკომპანია Airbus-მა მსოფლიოში პირველი 3D-პრინტერზე დაბეჭდილი მინი-თვითმფრინავი წარადგინა.
მიმდინარე კვირის მონაცემებით, საწვავის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 0,99 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავის გაიაფება არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში 15%-ით გამყარდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება.
ლარის კურსის გამყარების ფონზე, საწვავის ფასების თემა კვლავ გააქტიურდა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე 0,01 ევროთი გაიზარდა და საშუალოდ 1,14 ევრო შეადგინა.
სამომხმარებლო ბაზარზე ზოგიერთმა ნავთობიმპორტიორმა საწვავის ფასი გაზარდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.06.2016
YouTube-მა და Facebook-მა ექსტრემისტული შინაარსის ვიდეორგოლების ავტომატური დაბლოკვის სისტემა შემოიღეს.
სრულად
24.06.2016
საბანკო სფერო სულ უფრო მეტად ვითარდება საქართველოში.
სრულად
24.06.2016
ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla კომპანია SolarCity-ს შეძენას გეგმავს, რომელიც „მზის პანელებს“ აწარმოებს.
სრულად
23.06.2016
ბოლნისის ენერგეტიკული განვითარების გეგმით, ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცენტრალიზებული მზის ენერგოფერმის მოწყობა იგეგმება.
სრულად
22.06.2016
მსოფლიოს ყველაზე მძლავრი კომპიუტერის განახლებულ რეიტინგს კიდევ ერთი ჩინური კომპიუტერი ჩაუდგა სათავეში, 93 პეტაფლოპის მქონე Sunway TaihuLight.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.06.2016
27.06.2016
USD
1
USD
2.2941
2.2941
EUR
1
EUR
2.5377
2.5377
GBP
1
GBP
3.1443
3.1443
RUB
100
RUB
3.5037
3.5037