ლაზერით განათებული ქუჩები მალე რეალობა იქნება

გერმანული ნათურების მწამროებელი კომპანია Osram, რომელიც ცალკეულ საავტომობილი კომპანიებს ლაზერის მაშუქებით უზრუნველყოფს, ამჯერად ამ ტექნოლოგიის ე.წ. ”მას-მარკეტზე” გატანას გეგმავს.

Osram იყო პირველი კომპნია, რომელმაც ლაზერის მოდულებით აღჭუღვილი მაშუქები წამროადგინა - უფრო პატარა, ნათელი და მეტად ენერგოეფექტური, ვიდრე LED მაშუქები. ის დღემდე რჩება ერთადერთ კომპანიად, რომელიც ავტომობილებისთვის მსგავს ”ფარებს” აწარმოებს. პირველი მანქანები, რომლებიც ამ ტიპის განათებით აღიჭურვა, BMW-ს i8 ჰიბრიდული სპორტქარი და Audi-ს სუპერქარი R8 LMX იყო.

ავტომობილების განათების სისტემა აქამდე ამ გერმანული კომპანიის მთავარი მიმართულება იყო, თუმცა ნოემბერში მან მოულოდნელი და საკმაოდ ძვირად ღირებული ნაბიჯი გადადგა, როდესაც დაიწყო შენობებისა და გზების LED განათების ბაზარზე შესვლა. ახლა კი, როგორც ჩანს, ამავე ბაზარზე ლაზერის ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს.

კოკა კვირკველია