"ჭკვიანი" ქოლგა ამინდის ზუსტი პროგნოზით

Oombrella ("უმბრელა") ან დაუვიწყარი ქოლგა, როგორც მას მისი შემქმნელები უწოდებენ, პირველი ჭკვიანი ქოლგაა, რომელიც თქვენს ტელეფონს უკავშირდება და ჯერ კიდევ გარეთ გასვლამდე გაფრთხილებთ მოსალოდნელი წვიმის შესახებ. 

მის სახელურში ჩამონტაჟებული პატარა მოწყობილობა მას პორტატულ მეტეოროლოგიურ ცენტრად აქცევს, რომელიც ჰაერში ზომავს ტემპერატურას, ტენიანობას, წნევასა და სინათლეს, აანალიზებს ამ მონაცემებს და გაწვდით ზუსტ ამინდის პროგნოზს. უფრო მეტიც, თქვენ ასევე დაზღვეული ხართ თქვენი "ჯადოსნური" ქოლგის დაკარგვისგან, რადგან ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით ის დაუყოვნებლივ გატყობინებთ, თუ სადმე გრჩებათ.

გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ ქოლგის თავზე დაამაგროთ კამერა, თქვენი სმარტფონი ან GoPro კამერა. "ჭკვიანი" ქოლგა პატრონებს ხშირად სელფის ჯოხის მაგივრობასაც უწევს.