თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ელექტროენერგიის მოხმარებას იწყებს

კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ელექტროენერგიის მოხმარებას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას “TAV Georgia” ავრცელებს.

“TAV Georgia”-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიაზე, მზის ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი უკვე დასასრულს აუხლოვდება.

”აღნიშნული პროექტი საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვას ითვალისწინებს”, - აღნიშნავენ “ტავ ჯორჯიაში“.