იაპონიაში ფერემერებს თანდათან რობოტები ჩაანაცვლებენ

პენსიაზე გასულ იაპონელ ფერმერებს თანდათან რობოტები ჩაანაცვლებენ.

იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრის ჰიროში დაიდოს განცხადებით, ავტომატიზირებული ფერმები იაპონიის სოფლის მეურნეობის მომავალია.

მისივე თქმით, ფერმებში ასევე გამოჩნდება უპილოტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

ავტომატიზირებული ფერმებისა და 20 სხვადასხვა ტიპის რობოტის შექმნისთვის იაპონიის ხელისუფლება უახლოეს წლებში დაახლოებით 36 მილიონ დოლარს დახარჯავს.

გაერო-ს მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში ფერმერების საშუალო ასაკი 60 წელია. იაპონელი ფერმერებისთვის კი საშუალო ასაკი 67 წელია.