Messenger-ში ახალი ფუნქცია „გაქრობადი შეტყობინება“ გამოჩნდება

უახლოეს მომავალში Messenger-ში ფუქნცია „გაქრობადი შეტყობინება“ დაინერგება, რომელიც მომხმარებელს მიმოწერის ოპტიმიზაციის საშუალებას მისცემს.

არსებული ინფორმაციით, „გაქრობადი შეტყობინება“ უკვე გამოიცადა საფრანგეთში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. ფუნქცია „გაქრობადი შეტყობინება“ საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გაგზავნილი შეტყობინება ხელით არ წაშალოს. ფოტო, ვიდეო ან ტექსტი, რომელიც გაგზავნილია Facebook Messenger-ით, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, თავისით წაიშლება.

ცნობილია, რომ ახალი ფუნქცია საშუალებს მისცემს მომხმარებელს, თავად გადაწყვიტოს, რამდენი ხნით სურს შეტყობინების დატოვება Messenger-ში.

კოკა კვირკველია