მოწყობილობები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

ამერიკულმა გავლენიანმა ჟურნალმა Time-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 50 ყველაზე გავლენიანი გაჯეტის რეიტინგი, რომლებიც როგორც თავად გამოცემაში აღნიშნავენ, კოლექტივის მიერ დიდი ხნის ბჭობის შედეგად შეადგინეს. ინფორმაციაში ხაზგასმით არის ნახსენები, რომ ყველა წარმოდგენილი ნივთი არ იყო კომერციულად ძალიან წარმატებული, თუმცა მათ დიდი როლი ითამაშეს ზოგადად ინდუსტრიის განვითარებაზე.

რეიტინგის პირველ ადგილზეა Apple iPhone, რომელმაც გახსნა სმარტფონების ერა სენსორული ეკრანებით, მეორეა ფერადი ტელევიზორი 1960-იანებიდან - Sony Trinitron, მესამე კი პერსონალური კომპიუტერი Apple Macintosh.

მეოთხედან მეათე ადგილამდე განთავსდა კასეტიანი მუსიკალური პლეირი Sony Walkman, კომპიუტერი IBM Model 5150, რომელმაც Apple-ის გარდა სხვა პერსონალური კომპიუტერები გახადა ხელმისაწვდომი. ფონოგრაფი Victrola, პირველი ჯიბის რადიომიმღები Regency TR-1, ბიუჯეტური ფოტოკამერა Kodak Brownie, რითაც ფოტოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. აგრეთვე, აუდიოპლეერი Apple iPod, რომელმაც ჩაანაცვლა CD-პლეერები, და მეათე ადგილზე - ვიბრომასაჟორი Magic Wand.

მეორე ათეულში მოხვდნენ ჯიბის კალკულატორი Canon Pocketronic, ასევე Philips N1500 VCR, რომლის საშუალებითაც ტელე-გადაცემების ჩაწერა გახდა შესაძლებელი, სათამაშო აპარატი Atari 2600, რომელიც სათამაშო ინდუსტრიაში ნამდვილად რევოლუციური იყო, ინტერნეტ dial-up მოდემი US Robotics Sportster 56K, სათამაშო მოწყობილობა Nintendo Entertainment System, რომელმაც სათამაშო ინდუსტრია კრიზისის შემდგომ გამოაცოცხლა. ასევე, ჯიბის სათამაშო Nintendo Game Boy, რომლისგანაც იღებენ სათავეს მობილური თამაშები, ელექტრონული საბეჭდი მანქანა IBM Selectric, პეიჯერი Motorola Bravo, ვიდეოკამერა JVC VideoMovie, პრაქტიკულად პირველი მასიური წარმოების საყოფაცხოვრებო ვიდეოკამერა და Motorola Droid, პირველი წარმატებული სმარტფონი „ანდროიდის“ პლატფორმაზე.

50-ეულში ასევე წარმოდგენილია ნოუთბუქი IBM Thinkpad 700C, GPS-ნავიგატორი TomTom, ავტომოპასუხე Phonemate 400, სმარტფონი BlackBerry 6210, პლანშეტი Apple iPad, სახლის კომპიუტერი Commodore 64, ფოტოაპარატი Polaroid, ელექტრონული წიგნი Amazon Kindle, ტვ-მოწყობილობა TiVo, DVD-დამკვრელიToshiba, სათამაშო კონსოლები Sony PlayStation და Nintendo Wii, საკაბელო ტელევიზიის მოწყობილობა Jerrold Cable Box, ბესტ-სელერი ტელეფონი Nokia 3210, პრინტერი HP DeskJet, ჯიბის კომპიუტერი Palm Pilot, მობილური ტელეფონი Motorola Dynatac 8000x, ნოუთბუქი Apple iBook, ვირტუალური რეალობის სლემი Oculus Rift, პორტატული CD პლეირი Sony Discman D-50, ტელევიზორის მოწყობილობა Roku Netflix Player, ციფრული ნაბიჯების მთვლელი Fitbit, პორტატული კომპიუტერი Osborne 1, თერმოსტატი Nest, ერთპლატიანი კომპიუტერი Raspberry Pi, უპილოტო საფრენი DJI Phantom, ციფრული პიანინო Yamaha Clavinova, სკუტერი Segway, 3D-პრინტერი Makerbot Replicator და გარნიტურა Google Glass.

იხილეთ ფოტოგალერეა

კოკა კვირკველია