IBM-ის რობოტი ადვოკატი გახდა

სააადვოკატო ბიურომ Baker & Hostetler სამსახურში მიიღო რობოტი, რომელიც კომპანია IBM-ის მიერ არის შექმნილი.

ხელოვნური ინტელექტი კომპანიების გაკოტრებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ციფრულ ადვოკატს შეუძლია გაიგოს ადამიანის საუბარი, მოიძიოს ინფორმაცია, პასუხი გასცეს ჰიპოთეზებით და მოიყვანოს არგუმენტები პროფესიულ ლიტერატურაზე დაყრდნობით. ხელოვნური თანაშემწე დიდი რაოდენობით ინფორმაციას ეცნობა და ტოვებს მეტნაკლებად რელევანტურ პასუხებს.

რობოტი, სახელად ROSS, IBM-ის მიერ შექმნილი კოგნიტური სისტემა Watson-ის საფუძველზე მუშაობს. IBM-ის ცნობით, ეს არის პირველი რობოტი-ადვოკატი მსოფლიოში.

საადვოკატო კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორის ბობ კრეიტის განცხადებით, ახალ ტექნოლოგიებს შეუძლიათ გაზარდონ მომსახურების ხარისხი, რომელსაც ბიურო საკუთარ კლიენტებს სთავაზობს.

კოკა კვირკველია