eBay-მ ვირტუალურ რეალობაში მსოფლიოში პირველი მაღაზია გახსნა  (+ვიდეო)

ელექტრონული ვარჭრობის კომპანია eBay-მ ავსტრალიაში, მსოფლიოში პირველი ინტერნეტ მაღაზია გახსნა, სადაც მომხმარებლები ნივთებს ვირტუალურ რეალობაში შეიძენენ.

პროდუქტის შესაძენას საჭიროა მომხმარებელმა აპლიკაცია eBay Virtual Reality Department Store გადმოწეროს, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალეებით მაღაზიაში შესვლის შესაძლებლობას მისცემს.

სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგიის eBay Sight Search-ის მეშვეობით, მომხმარებელი სასურველ პროდუქტს მასზე მზერის რამდენიმე წამით შეჩერების შედეგად შეიძენს. ნივთის კალათში დამატებაც იგივე მოქმედებით ხდება - კალათზე მზერის რამდენიმე წამით გაჩერების შედეგად. თუმცა, გადახდისთვის საჭიროა მომხმარებელი eBay-ს „ტრადიციულ“ აპლიკაციას დაუბრუნდეს და ისე გადაიხადოს თანხა.