Apple-ის უმსხვილესმა კონტრაქტორმა 60 000 თანამშრომელი რობოტით ჩაანაცვლა

Apple-ის უმსხვილესმა კონტრაქტორმა, კომპანია Foxconn-მა თანამშრომელთა რაოდენობა 111 000-დან 50 ათასმდე შეამცირა.

კომპანიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, Foxconn-ის ჩინეთის ქარხანაში სამუშაოს ძირითად ნაწილს ახლა რობოტები შეასრულებენ, რომლებიც iPhone-ის აწყობაში მიიღებენ მონაწილეობას.

2014 წლიდან მოყოლებული ჩინეთის მხოლოდ ერთ პროვინციაში 505-მა საწარმომ ჩაანაცვლა თანამშრომლები რობოტებით და ამ მიზნით დაახლოებით 430 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.