სიტყვებად ქცეული ფიქრები - უნიკალური ტექნოლოგია უკვე რეალობაა

ბერკლის უნივერსისტეტის მკვლევარებმა უნიკალური ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა, აზრები სიტყვებად აქციოს.

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ეს ტექნოლოგია თავის ტვინის აქტივობაზეა დაფუძნებული. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რა დროსაც ასახეს ტვინის ფუნქციონირება სიტყვების წარმოთქმის დროს. რამდენიმეწლიანი ცდის შემდეგ მოწყობილობამ, რომელიც თავის ტვინის აქტიურობას ასახავდა, ადამიანის მიერ ჩაფიქრებული სიტყვის წარმოთქმა შეძლო.

ტექნოლოგიის ავტორთა აზრით, მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა განსაკუთრებით დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც მეტყველების ფუნქციის დარღვევა აქვთ.

კოკა კვირკველია