Snapchat-მა Twitter-ს გაასწრო

პოპულარული მესენჯერის Snapchat-ის აუდიტორია სტაბილურად იზრდება.Bloomberg-ის ინფორმაციით, დღე-ღამეში ამ სერვისით 150 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რაც მეტია Twitter-ის მონაცემებზე, რომლის მაქსიმუმი დღე-ღამეში 140 მილიონს ძლივს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში Snapchat-ით დღე-ღამეში ისარგებლა 110-მა მილიონმა მომხმარებელმა, შესაბამისად, ნახევარი წლის განამვლობაში მისი აუდიტორია 40 მილიონით გაიზარდა.

Twitter კვარტალური ანგარიშის მიხედვით, მიკრობლოგს ყოველთვიურად საშუალოდ 310 მილიონი ადამიანი იყენებს. ამასთან კომპანიამ არ გაასაჯაროვა მოხმარებელთა 24-საათიანი მაჩვენებლი. კომპანიის ფინანსური დირექტორის ენტონი ნოტოს განცხადებით, ყოველდღიური მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებელი 44%-ია. შედეგად, გაირკვა, რომ ამ მიკრობლოგს ყოველდღიურად 136 მილიონი მომხმარებელი იყენებს.

ამასთან, ცნობილი გახდა რომ Snapchat-ის ანალოგზე მუშაობს სოციალური ქსელების გიგანტი Facebook, შესაბამისად, ამ ბაზარზე კონკურენცია სამომავლოდ კიდევ უფრო მძაფრი იქნება.

კოკა კვირკველია