Airbus-მა 3D პრინტერზე დაბეჭდილი მინი-თვითმფრინავი წარადგინა

ავიაკომპანია Airbus-მა მსოფლიოში პირველი 3D-პრინტერზე დაბეჭდილი მინი-თვითმფრინავი წარადგინა.

ფრანგული კომპანიის ცნობით, თვითმფრინავს Thor ეწოდება, მისი სიგრძე 4 მეტრს აღწევს, წონა კი 21 კგ-ია. თვითმფრინავი ნივთიერება პოლიამიდისგან არის შექმნილი. ცნობილია, რომ დანახარჯების შემცირების გარდა, 3D-ში ნაწილების ბეჭდვა ხელს უწყობს ეკოლოგიურ სისუფთავეს, ვინაიდან მსუბუქი ჯეტები ნაკლებ საწვავს მოიხმარს და შესაბამისად, ნაკლებად აბინძურებს გარემოს.

„ჩვენ გვინდა გავიგოთ, შევძლებთ თუ არა დავაჩქაროთ მუშაობის პროცესი 3D ტექნოლოგიაში, რათა ვაწარმოოთ არამხოლოდ ცალკეული ნაწილები, არამედ მთლიანად სისტემა, - განაცხადა Thor-ის შემქნელმა დეტლეფ კონიგორსკიმ.

Airbus-მა სიახლე გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ავია-კოსმოსურ გამოფენაზე წარმოადგინა.

Thor-ის ფასი 25 000 ევროა.

კოკა კვირკველია