Microsoft LinkedIn-ს ყიდულობს

Microsoft-მა LinkedIn-ის სოციალური ქსელის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის ოფიციალური განცხადების თანახმად, 13 ივნისს მიღწეული შეთანხმებით, ამერიკული IT-გიგანტი LinkedIn-ს 26,2 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს.

გარიგების გაფორმება წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.

მიღწეული შეთანხმებით, LinkedIn შეინარჩუნებს ინდივიდუალურ ბრენდსა და დამოუკიდებლობას, ხოლო სოციალური ქსელის ხელმძღვანელად კვლავ დარჩება ჯეფ ვაინერი.

„LinkedIn-ის ჯგუფმა ფანტასტიკური ბიზნესი შექმნა. ერთობლივად, ჩვენ შეგვიძლია LinkedIn-ის, Microsoft Office 365 და Dynamics-ის ზრდას შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა Microsoft-ის გენერალურმა მდივანმა სატია ნადელამ.

LinkedIn მსოფლიოში უმსხვილესი საქმიანი სოციალური ქსელია, რომელსაც 430 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.