ბარაკ ობამას iPhone ეკრძალება

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამას iPhone ვერ ექნება არც მეტი, არც ნაკლები მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.

მერე რა, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია? პრეზიდენტ ობამას მისი გამოყენება მაინც ეკრძალება, რადგან თეთრი სახლის უსაფრთხოების კონსულტანტები ამბობენ, რომ Apple-ის საფლაგმანო სმარტფონი თეთრ სახლში გამოყენებისათვის შესაბამისი უსაფრთხოების სერთიფიკატით არ არის აღჭურვილი.

“უფლება არ მაქვს მქონდეს iPhone, ჩემი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე", დაიჩივლა ობამამ თეთრ სახლში თავისი ჯანდაცვის კანონის შესახებ გამართული პრესკონფერენციისას და გამოტყდა, რომ მოუწევს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ინოვაციებს ჩამორჩეს. ასევე დასძინა, რომ მას ქალიშვილებს, საშას და მალიას iPhone-ები აქვთ და "მათთან უდიდეს დროს ატარებენ".

საინტერესოა, რომ ამერიკის ისტორიაში ობამა პირველი პრეზიდენტია, რომელიც პირად ელ.ფოსტას იყენებს და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან დიდი ბრძოლის შედეგად შეძლო თავისი BlackBerry-ც შეენარჩუნებინა. თუმცა, იმ პირობით, რომ მხოლოდ 10 ადამიანთან იკონტაქტებდა მისი მეშვეობით.

Apple-ის iPhone-მა კი ჯერ სამთავრობო და სამხედრო მოხმარების უსაფრთხოების სერთიფიკატი უნდა მოიპოვოს თეთრი სახლის ადმინისტრაციისაგან, რათა პრეზიდენტის ხელში აღმოჩნდეს. მანამდე პრეზიდენტსა და მის თანამშრომლებს სტივ ჯობსის გამოგონებაზე უარის თქმა მოუწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ iPhone მისთვის ნებადართული არ არის, ობამას მაინც აქვს Apple-ის პროდუქტი. iPad 2 აწ განსვენებულმა სტივ ჯობსმა მას პერსონალურად გადასცა 2011 წელს სანამ პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდებოდა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, მსოფლიოში ათასობით ადამიანი დადის, ვისაც აქვთ ის, რაც ობამას უნდა, მაგრამ ვერ ექნება.