პირველი უპილოტო სამგზავრო საფრენი აპარატის საცდელი ფრენები იწყება

აშშ-ის ნევადას შტატში მსოფლიოში პირველი სამგზავრო უპილოტო საფრენი აპარატის საცდელი ფრენები იწყება.

ჩინური წარმოების Ehang 184 ერთადგილიანი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც 100 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია.

ე.წ. დრონი 200 მეტრის სიმაღლეზე, საათში 100 კილომეტრით გადაადგილდება, მას ჰაერში 23 წუთის განმავლობაში შეუძლია ყოფნა.

უპილოტო საფრენი აპარატის აფრენა და დაშვება რეგულირდება სპეციალური აპლიკაციით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია პლანშეტიდან.

ნევადას შტატის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მომავალში მსგავსი უპილოტო საფრენი საშუალებები შტატის სატრანსპორტო სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება და ტაქსის ფუნქციებს შეასრულებს.

სამგზავრო Ehang 184 პირველად მიმდინარე წლის იანვარში წარადგინეს, მისი სავარაუდო კომერციული ღირებულება 200-300 ათას აშშ დოლარს შეადგენს.