Toyota Prius მზის პანელური სახურავით

იაპონურმა ავტოგიგანტმა Toyota Motor Corp-მა სუპერპოპულარული Prius-ის ახალი თაობის მოდელი წარმოადგინა. Prius PHV ჩვეულებრივი ფლაგ ინ ჰიბრიდული ვერსიის გარდა, მზის-პანელური ოფციითაც გამოვა.

ეს იქნება პირველი ავტომობილი ბაზარზე, რომელიც მზისგან დამუხტვადი ენერგიით შეძლებს მოძრაობას. ავტომობილი ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ მოდელს, რომელიც 2012 წლიდან იწარმოება.

განახლებული Prius PHV იაპონელ მომხმარებელს უკვე უჩვენეს ტოკიოში გამართულ გამოფენაზე - Big Sight. სიახლეს ოფიციალურად მიმდინარე წლის შემდოგომაზე აშშ-სა და ევროპაშიც ჩაიტანენ, ხოლო მისი გასაყიდი ფასი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

ავტომობილი შიდა წვის ძრავის დაუხმარებლად, ერთჯერადად სრულად დამუხტვით 60 კილომეტრის გავლას შეძლებს, ამჟამინდელი 26,4 კმ-სგან განსხვავებით. სიახლის დიზაინი მეტად პროგრესულია, განსხვავებით ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წარმოდგენილი მოდელისგან.

Toyota აპირებს ახალი Prius PHV-ის პრომოუშენს, როგორც ეკო-მეგობრული ავტომობილის. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ამ მიმართულებით გლობალური კანონმდებლობა სულ უფრო მკარცდება.

კოკა კვირკველია