გერმანიაში, შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალოს

გერმანია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც საწვავზე მომუშავე მანქანების აკრძალავის ოფიციალურ თარიღს დაადგენს და მათ ელექტრომობილებით ჩაანაცვლებს.

კანონში აღნიშნული ცვლილებების შეტანით სხვა ქვეყნებიც არიან დაინტერესებულნი, მათ რიცხვში ნორვეგია, დანია და ინდოეთიც შედის.

თუმცა, იმ დროს, როდესაც ნორვეგიელები და დანიელები დეტალებზე მსჯელობენ, გერმანიას შესაბამის კანონში ჩასწორებები უკვე შეაქვს. ცვლილების შესაბამისად, გერმანიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2015 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე 80-95%-ით შემცირდება.

გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, 1990 წლის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანების შემოყვანის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ეს დადებითი პრეცედენტი და ეკოლოგიური მომავლისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

განაგრძეთ კითხვა