ობამა დასაქმებას სოციალური ქსელის საშუალებით გეგმავს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე იხუმრა, რომ იანვარში, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ სამსახურის ძიებას სოციალური ქსელის საშუალებით აპირებს.

„ასე დაახლოებით შვიდ თვეში, მე სამსახურის მაძიებელთა შორის ვიქნები და ვაპირებ სამსახურის შოვნას LinkedIn-ის საშუალებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, ბარაკ ობამა სოციალური ქსელების მოყვარულია. თებერვალში LinkedIn-ზე რეზიუმეს შევსებისას მან თავის პირველ სამუშაოდ ნაყინის გამყიდველი მიუთითა და აღნიშნა, რომ ამ სამსახურიდან გარკვეული დასკვნები გამოიტანა.

ობამამ ეკონომიკურ ფორუმზე SelectUSA Investment Summit საკუთარი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე გაამახვილა ყურადღება.

„არსად მსოფლიოში ამერიკაზე უკეთესი ადგილი არაა ინვესტირებისთვის. სულაც არ ვარ წინააღმდეგი, ამერიკაში გარე მოვაჭრე გავხდე“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამავე ფორუმზე ბარაკ ობამამ ლოს ანჟელესში ახალი ეკონომიკური „ჰაბის“ შესახებ დააანონსა, რომელიც 140 მილიონით დაფინანსდება. ცნობისათვის, ეს არის უკვე რიგით მეცხრე ამგვარი „ჰაბი“, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.

კოკა კვირკველია