Tesla "მზის პანელების" მწარმოებელი SolarCity-ს შეძენას გეგმავს

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla კომპანია SolarCity-ს შეძენას გეგმავს, რომელიც „მზის პანელებს“ აწარმოებს. ამ გზით, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ილონ მასკი აპირებს გაზარდოს საკუთარი „სუფთა ენერგიის“ ბიზნესი. ცნობილია, რომ მასკი ორივე კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

გარიგების ღირებულება 2,8 მილიარდ დოლარს აღწევს.

კალიფორნიული Tesla ნამდვილად პიონერია ელექტრომობილების წარმოებაში, მაგრამ გასული წლიდან ის ასევე დაკავებულია ელემენტების გაყიდვით, რომელიც სახლებისა და საწარმოებისთვის გამოიყენება.

ილონ მასკმა გარიგებას „ჭკვიანური“ უწოდა. მისი თქმით, ის შეძლებს Tesla-ს ტრანსფორმირებას, როგორც მსოფლიოს ერთადერთი კომპანიისა, რომელიც თავიდან ბოლომდე სუფთა ენერგიას აწარმოებს - დაწყებული სახლის ელემენტებიდან და დამთავრებული ელექტრომობილებით.

კოკა კვირკველია