YouTube და Facebook ექსტრემისტული შინაარსის ვიდეორგოლებს ავტომატურად დაბლოკავს

YouTube-მა და Facebook-მა ექსტრემისტული შინაარსის ვიდეორგოლების ავტომატური დაბლოკვის სისტემა შემოიღეს.

აღნიშნული სისტემა „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ვიდეო კონტენტის დაბლოკვის საშუალებას იძლევა.

Google და Facebook იყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც თავდაპირველად შემუშავდა საავტორო უფლებების დამრღვევი მასალების წასაშლელად.

აღნიშნული ტექნოლოგია არ აძლევს საშუალებას მომხმარებელს, ხელახლა ატვირთოს დაბლოკილი ექსტრემისტული ვიდეომასალა.