ბერლინში ახალი თაობის Porsche Panamera წარადგინეს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Porsche-მ, ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე ახალი, მეორე თაობის Panamera წარადგინა.

კომპანიის სამოდელო გამაში ერთადერთი სპორტული სედანი, მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიყიდება და მისი ფასი 80 ათასი დოლარიდან დაიწყება, სხვადასხვა მოდიფიკაციით კი 250 ათას დოლარს მიაღწევს.

სიახლე ამჟამად არსებული მოდელისგან, რომელიც 7 წელია წარმოებაშია, ვიზუალურად დიდად არ განსხვავდება, მაგრამ მან ნამდვილად მოირგო კომპანიის საკულტო მოდელის - 911-ის შტრიხები.

ექსტერიერში მინიმალური ცვლილებების მიუხედავად, ის ნამდვილად შეეხო მის ინტერიერს და ტექნიკურ მხარეს. ავტომობილი აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციით.

ახალი Panamera აწყობილია კომპანიის უახლეს - MSB (modular standard architecture) პლატფორმაზე, რომელსაც ასევე მოირგებს ახალი თაობის Bentley Continental GT. შეგახსენებთ, ორივე ბრენდი გერმანული ავტოგიგანტის VW Group-ის შემადგენლობაშია და სწორედ ამის გამო ხდება სხვადასხვა მოდელებს შორის საბაზო პლატფორმის გაზიარება.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე