ახალი გამოგონება მზის ენერგიის პანელების ეფექტურობას გაზრდის

მზის ენერგიის ბატარეების ფოტოელემენტებზე მტვრის ნაწილაკების დაგროვება ენერგიის მიღების ეფექტურობას ამცირებს. ისეთ ადგილებში, როგორიც უდაბნოა, მზის ენერგიის პანელებზე მტვრის სქელი ფენის წარმოშობა, ენერგიის მიღებას აფერხებს და სერიოზულ პრობლემას ქმნის.

აღნიშნული ვითარების გამოსასწორებლად, ბერლინის ეინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების მკვლევარებმა პანელისთვის ახალი დამცავი ფენის შემუშავება დაიწყეს. შედეგად, მკვლევარებმა სპეციალური პოლიმირებული ფირფიტა შექმნეს, რომელიც მზის სინათლის ზემოქმედების შედეგად ირხევა და ბატარეას მტვრისგან ავტომატურად ასუფთავებს.

პოლიმირებული ფირფიტა მგრძნობიარე მოლეკულებს შეიცავს, რომელიც სასურველ ეფექტს ქმნის.

"ფოტომგრძნობიარე მოლეკულები მზის გამოსხივების შედეგად იკუმშება და ფართოვდება, რაც ზედაპირის ოდნავ შესამჩნევ რხევას იწვევს და მზის ენერგიის პანელს მტვრისგან ათავისუფლებს",-ამბობს მკვლევრთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, შემუშავებული მასალისგან განსხვავებით, რომელმაც ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად, შესაძლოა, ფორმა შეიცვალოს და შემდეგ აღდგეს, ახალი ფირფიტა ჩვეულებრივი დღის სინათლისთვის არის განკუთვნილი.

წყარო ALLNEWS