Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა

კომპანია Apple-მა ახალი ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც  კონცერტებისა და თეატრალური წარმოდგენების დროს ვიდეო/ფოტო გადაღების ბლოკირებას ახდენს. ამის შესახებ 9to5mac იტყობინება.

ახალი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კამერას, მიიღოს კოდირებული ინფორმაცია ინფრაწითელი გზით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფოტო/ვიდეო გადაღების ბლოკირებას

მოახდენს.

მაგალითისთვის, ინფრაწითელი სხივების წყარო შეიძლება დამონტაჟდეს იმ ადგილებში, სადაც  ფოტო/ვიდეო გადაღება აკრძალულია. წყაროს ისე აპროგრამებენ, რომ მან ინფრაწითელი სხივების საშუალებით გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებზე გადაღების პროცესს დროებით დაბლოკავს. 

Apple-ის ამ გამოგონებას აკრძალვის ფუნქციის გარდა, სხვა სარგებელიც მოაქვს, მაგალითად,  ის შესაძლოა, გამოიყენო მუზეუმებში, სადაც მომხმარებელი მიიღებს დამატებით ინფორმაციას იმ ობიექტებზე, რასაც ფოტოს გადაუღებს. ინფრაწითელი წყარო შესაძლოა, დამონტაჟდეს ობიექტის მიმდებარედ და ობიექტზე ინფორმაცია გაავრცელოს. 

კოკა კვირკველია