Samsung-მა ბაზარზე ახალი თაობის Galaxy Note წარმოადგინა

სამხრეთ კორეულმა ელექტრონული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ Samsung-მა ნიუ იორკში ახალი - Galaxy Note 7 წარმოადგინა.

სმარტფონს აქვს 5,7 დიუმიანი, გვერდებში გადახრილი ეკრანი 2560x1440 გაფართოებით და სრული 518 ppi.

Galaxy Note 7 ორი მოდიფიკაციით გამოვა: პროცესორით Qualcomm Snapdragon 821 და Samsung Exynos 8893. ის ასევე აღჭურვილია 4 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 64გბ-იანი შიდა მეხსიერებით LPDDR4.

სმარტფონს აქვს 12 მეგაპიქსელიანი კამერა Dual Pixel, ისევე როგორც Samsung Galaxy S7–ს. ფრონტალური კამერა კი 5 მეგაპიქსელიანია. Galaxy Note 7-ს მოჰყვება სტილუსი, რომელიც წყალქვეშაც მუშაობს. სმარტფონი აღჭურვილია წყლისა და მტვრისგან დამცავი IP68 სტანდარტით. მოწყობილობას აქვს ელემენტი 3500 mAhდა USB პორტი Type-C სწრაფი სადენიანი და უსადენო დატენვის მხარდაჭერით.

Galaxy Note 7-ის გაყიდვები რამდენიმე დღეში დაიწყება და ის 900 დოლარამდე ეღირება.

კოკა კვირკველია