ამერიკელი ინჟინერი - მფრინავი ავტომობილები 5 წელიწადში რეალობა იქნება

მფრინავი მანქანები მალე შესაძლოა, ფილმებიდან რეალობაში გადმოვიდეს.

კომპანია Hyperloop One-ს საბჭოს წევრის პიტერ დიამანტიდისის განცხადებით, სულ რაღაც 5 წელიწადში მსოფლიოს ზოგიერ ქვეყანაში მფრინავი მანქანები და პერსონალური დრონები რეალობა გახდება.

„უახლოეს 2-3 წელიწადში მსგავსი ავტომობილების პროტოტიპებს გამოვუშვებს“, - აღნიშნა დიამანტიდისმა.

მისი თქმით, მფრინავი სატრანსპორტო სისტემა რადიკალურად შეცვლის ჩვენს ურთიერთობებს. ადამიანებს შეეძლებათ სამსახურისგან შორს დასახლდნენ და პერსონალური დრონით აირჩიონ სასურველი ლოკაციები. მძღოლის გარეშე მოძრავი მანქანები მათ დანიშნულების ადგილებზე მიიყვანენ.

„გუგლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლარი პეიჯმა ცოტა ხნის წინ 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა მფრინავი ავტომობილების შექნაში. 2025 წლისთვის კი მფრინავი მანქანების გამოშვებას გეგმავს კომპანია Terrafugia.