პრემიუმ ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა კომპანიამ Mercedes-Benz ულტრალუქს კლასის კონცეპტუალური მოდელი წარმოადგინა.
The Vision Mercedes-Maybach 6 - ასე ჰქვია ავტომობილს, რომელსაც კვირის ბოლოს ლოს-ანჯელესში Pebble Beach Concours-ზე წარმოადგენენ.
ოფიციალურ ჩვენებამდე კომპანიამ რამდენიმე ფოტო და ვიდეო ტიზერი გამოაქვეყნა. კონცეპტუალური ავტომობილის სიგრძე 6 მეტრს აღწევს და 1.5 მეტრით გრძელია AMG GT-ზე.
ავტომობილი უფრო კომპანიის დიზაინერულ ხედვას გვიჩვენებს და მიგვითითებს, რომ Mercedes-Maybach-ის დივიზია, რომ ერთ მშვენიერ დღეს სპორტული ავტომობილების წარმოებასაც დაიწყებს.
არ არის გამორიცხული, კომპანიამ მხოლოდ ეს ერთი მოდელი აწარმოოს, როგორც ეს 2005 წელს Maybach Exelero-ს შემთხვევაში იყო. ეს უკანასკნელი 8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
როგორც ცნობილია Mercedes-Benz-ის მფლობელ კომპანია Daimler-ში ლეგენდარული Maybach-ის ბრენდი 2000 წელს აღადგინეს, თუმცა გაყიდვების სიმცირის გამო 2012 წელს მისი წარმოება შეწყვიტეს, 2015 წლიდან კი როგორც სუბ-ბრენდი ისე აღადგინეს, რაც უფრო მომგებიანი აღმოჩნდა კომპანიისთვის.
ამ დროისთვის Mercedes-Maybach-ის სამოდელო გამაში მხოლოდ ერთი მოდელია S-Class 600, რომლის ფასი 190 ათასი დოლარიდან იწყება.
კოკა კვირკველია