Samsung-მა 69 დოლარად ღირებული სმარტფონი გამოუშვა

კორეულმა კომპანია „სამსუნგმა“ ახალი, დაბალფასიანი სმარტფონის პრეზენტაცია გამართა.

კომპანიის ახალი პროდუქტი ინდოეთის ბაზრისთვის არის გათვლილი და მისი ფასი 69 დოლარი იქნება.

„სამსუნგის“ ცნობით, ახალ სმარტფონს ოპერაციული სისტემა „ტიზენის“ მხარდაჭერა ექნება. მოწყობილობას 4-ბირთვიანი პროცესორი, 4-დუიმიანი ეკრანი და 5 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს.