Samsung Galaxy Note 7-ის უახლესი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა

კომპანია Samsung Electronics, Samsung - ის ბრენდის მაღაზიაში Samsung Galaxy Note 7 უახლესი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ Samsung Galaxy Note 7 მფლობელს სთავაზობს გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი, სმარტფონის ერგონომიკა მისი მფლობელის მოთხოვნების მიხედვითაა ადაპტირებული.

როგორც Samsung Electronics-ის კავკასიის პრეზიდენტმა, დაესონგ რამ განაცხადა, Samsung Galaxy Note 7 არის მსოფლიოში პირველი Note, რომლის კორპუსი ორივე მხრიდან მომრგვალებულია. მისი ხელში დაჭერა და ცალი ხელით მართვა ძალიან მარტივია.

მისივე ინფორმაციით, პროფესიული სარკისებრი კამერების (Dual Pixel) ტექნოლოგიები Galaxy Note 7-ით გადაღებულ ფოტოებს მაქსიმალურ რეალისტურობასა და შთამბეჭდაობას სძენს. სმარტფონის კამერა ზემგრძნობელობის F1.7 ობიექტივითა და გაზრდილი პიქსელებითაა აღჭურვილი, რაც მას ნებისმიერ პირობებში გადაღების საშუალებას ანიჭებს.

როგორც Samsung-ის მარკეტინგის მენეჯერმა, ეკა კვირიკაშვილმა განაცხადა, Samsung Galaxy Note 7 არის წყალგამძლე.

”Samsung Galaxy Note 7 ნამდვილად არის ამბიციური სმარტფონი, მას აქვს ახალი, ინოვაციური და უნიკალური თვალის ფერადი გარსის სკანერი, რაც ტელეფონს ბევრად უფრო დაცულს ხდის. Note 7 არის წყალგამძლე, IP 68 სტანდატი საშუალებას მოგცემთ თავისუფლად გამოიყენოთ იგი ნებისმიერ ამინდში, გონიერი S Pen კი უამრავ ახალ შესაძლებლობას იძლევა, რადგან იგი მთლიანად ადაპტირებულია მფლობელის მოთხოვნებზე”, - განაცხადა ეკა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, 26 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით Samsung Electronics მომხმარებელს საშუალებას აძლევს, განათავსოს წინასწარი შეკვეთა Note 7-ზე და საჩუქრად მიიღოს ახალი თაობის ვირტუალური რეალობის სათვალე Gear VR და ექვსი ფასიანი VR აპლიკაცია.

წინასწარი შეკვეთების განთავსება შესაძლებელია Samsung-ის ბრენდ მაღაზიაში, ელიტ-ელექტრონიქსში, ალტა-ოქეიში, მეტრომარტში, მაგთიკომსა და გალაქსიში.

მეგი ნარსავიძე

წყარო AMBEBI.GE