რატომ აკრიტიკებს მომხმარებელი Apple-ს ახალი სმარტფონების გამო

სან ფრანცისკოში გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე Apple-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფილ შილერმა ახალი iPhone 7 და iPhone 7 Plus წარადგინა.

პრეზენტაციაზე საბოლოოდ დადასტურდა, რომ ახალ სმარტფონებს არ ექნება 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისთვის. გარდა ამისა, მომხმარებელმა ცალკე უნდა შეიძინოს ყურსასმენები, რომელიც 149 დოლარი ეღირება.

სოციალურ ქსელებში ამ ინფორმაციას უცხოელი მომხმარებლები მწვავე კრიტიკით შეხვდნენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

”სტივ ჯობსი საფლავში ვერ ისვენებს, ცდილობს იმ ქვეყნიდან მობრუნდეს ეფლის ივენთზე”.

”სტივ ჯობსი ისეთი დიზაინების შექმნას ითხოვდა, რომლებიც პრობლემებს წყვეტდა. ახალი ”Apple ქმნის ახალ პრობლემებს ლამაზი დიზაინით”.

”ბოინგი, კერძო კუნძული, საკუთარი ცათამბჯენი - ეს ყველაფერი "ეფლის" ახალ ყურსასმენებზე იაფი დაგიჯდებათ.”

”იმედია, ამ ფასად ეფლის ახალი ყურსასმენები სიმღერის ჩაწერასა და გავრცელებაშიც დაგვეხმარება”.

”არადა, რა კარგად იყო ყველაფერი პრეზენტაციაზე, ვიდრე ახალი ყურსასმენების ფასს გამოაცხადებდნენ.”

”ვისაც "ეფლის" ყურსასმენების დაკარგვის ეშინია, უმჯობესია ყურებზე მიიწებოთ".

”ძვირფასო ეფლ, არ მინდა ტელეფონის წყალქვეშ გამოყენება, მირჩევნია უკეთესი ბატარეით მოგვამარაგოთ. მადლობა.”

”ჩემთვის ვფიქრობდი, იქნებ ამჯერად "ეფლმა" ისეთი ეკრანი შემოგვთავაზოს, რომელიც არ ტყდება-მეთქი, პასუხად კი უკაბელო ყურსასმენები მივიღეთ”, - წერენ მომხმარებლები "ტვიტერზე".