Blackberry სმარტფონებს აღარ გამოუშვებს

კანადური კომპანია Blackberry სმარტფონების წარმოებას წყვეტს.

კომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი Android-ის ოპერაციულ სისტემაზე გადასვლის წარუმატებელი მცდელობა გახდა.

კომპანიის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ Blackberry-ის ახალი მოდელების მიმართ მომხმარებლის ინტერესესის გაზრდას შეძლებდა, თუმცა კომპანიის შემოსავალი ბოლო ერთ კვარტალში 32%-ით შემცირდა.

Blackberry-ში აცხადებენ, რომ ამიერიდან კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის და IT-მომსახურების სფეროში იმუშავებს. ხოლო Blackberry-ის კომპოტენტების წარმოების უფლება ერთ-ერთ ინდონეზიურ კომპანიას გადაეცემა.

2000-იანი წლების დასაწყისში, Blackberry-ის სმარტფონების ბაზარზე მოწინავე პოზიცია ეკავა, კომპანიის კაპიტალიზაცია 80 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა iPhone-ისა და Android-ის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის კონკურენციის გაწევა ვერ შეძლო. ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 5,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.