Google-მა სმარტფონი Pixel გამოუშვა

კომპანია Google-მა თავისი პირველი სმარტფონი Pixel წარადგინა.

სმარტფონს 12-მეგაპიქსელიანი კამერა და 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება აქვს. კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან.

მოწყობილობის მთავარი ხიბლი ფოტო/ვიდეო მასალის ულიმიტო „საცავია“, სადაც მომხმარებელს ნებისმიერი რაოდენობის ფოტოსა და ვიდეოს შენახვა შეუძლია. სმარტფონის მომხმარებელს კომპანია ავტომატურად სთავაზობს საკუთარ სერვისს Google Photos, თუმცა ამისთვის აუცილებელი პირობაა აპარატის მფლობელი იყოს Google Account-ის მომხმარებელი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობაზე ადგილი არ დარჩება ფოტო და ვიდეო მასალისთვის, ის ავტომატურად გადააგზავნის მათ Google Photos-ში.

ეს დამატებითი ფუნქცია აპარატს უფრო მიმზიდველს ხდის, ვიდრე Apple-ის iCloud-ს, რომელშიც მომხმარებელი თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც, ყოველწლიურ გადასახადს იხდის.

კიდევ ერთი უპირატესობა Pixel-ის ელემენტია. „გუგლის“ ინფორმაციით, 15-წუთიანი დატენვის შემთხვევაში, სმარტფონის ბატარეა 7 საათი ძლებს.

სმარტფონის პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა. მოწყობილობის ღირებულება 649 დოლარიდან იწყება და 869 დოლარამდე აღწევს.