Apple მსოფლიოს საუკეთესო ბრენდი კიდევ ერთხელ გახდა

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა. რეიტინგში Best Global Brands,  რომელსაც Interbrand ყოველწლიურად აქვეყნებს, Apple-ის ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა და 179,1 მილიარდი დოლარი შედგინა. კომპანია ამ რეიტინგის სათავეში უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ხვდება. რაც შეეხება რეიტინგის სხვა პოზიციებს, მეორეზეა ასევე ამერიკული ბრენდი Google 11%-იანი ზრდითა და ჯამში, 133,3 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე - ასევე ამერიკული, ოღონდ ამჯერად სასმელი წყლების კომპანია Coca-Cola აღმოჩნდა 73,1 მილიარდი დოლარის ღირებულებით, თუმცა მინუს 7%-იანი კლებით.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ Microsoft, Toyota, IBM, Samsung, Amazon, Mercedes-Benz და General Electric.

კოკა კვირკველია