"სამსუნგმა" Galaxy Note 7-ის წარმოება შეწყვიტა

სამხრეთკორეულმა კომპანია "სამსუნგმა" Galaxy Note 7-ის წარმოება შეწყვიტა.

კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი მობილური აპარატის აფეთქების ხშირი შემთხვევებია.

როგორც "სამსუნგის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებლის უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

მანამდე "სამსუნგმა" Galaxy Note 7-ის მფლობელებს აპარატის გამოყენების დროებით შეჩერებისკენ მოუწოდა.

Galaxy Note 7-ი გაყიდვები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. მალევე გავრცელდა ინფორმაცია მობილურ აპარატებში არსებული დეფექტის შესახებ, რომელიც აპარატის ბატარეის აფეთქებას იწვევს.

ამის გამო  "სამსუნგს" 2,5 მილიონი მოდელის გაწვევა მოუწია. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 22 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.