პირველი მფრინავი მოტოციკლი

წარმოგიდგენთ მორიგ ევოლუციას ავიაციაში, სახელად Hoverbike - ერთგვარი კვადკოპტერი, რომელიც აერთიანებს ველოსიპედის სიმარტივესა და ვერტმფრენის სიმსუბუქეს. მისი შემქმნელების თქმით, ეს არის პირველი მფრინავი მოტოციკლი და ახალი სიტყვა ტრანსპორტირების ისტორიაში. მისი გამოყენება ბევრი დანიშნულებით შეიძლება. როგორც ამბობენ, ის არა მარტო პერსონალური გადაადგილების განახლებული ფორმაა, არამედ მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება საძიებო და სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს, ასევე მეურნეობასა და პირუტყვის მწყემსვის, მობილიზაციის დროს.

ამ ეტაპზე Hoverbike -ის სატესტო მცირე ზომის დრონია შექმნილი, თუმცა მისი გამომგონებლების გუნდი აქტიურად მუშაობს ადამიანის ზომის პროტოტიპის დამზადებაზე.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე