ე.წ. "სელფის" გადასაღებად სმარტფონი აუცილებელი აღარ არის - მხოლოდ სარკეც საკმარისია

კომპანია Istrategylabs-მა ახალი გაჯეტი წარმოადგინა, რომელიც სარკის წინ "სელფის" გადაღების მოყვარულებს გაახარებთ.

ამიერიდან, სელფის გადასაღებად სმარტფონის გამოყენება აუცილებელი აღარ იქნება. ავტორებმა მოწყობილობას S.E.L.F.I.E. (The Self Enhancing Live Feed Image Engine) უწოდეს.

გაჯეტის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, გადამღები აპარატურა პირდაპირ სარკეში ჩაეყენებინათ. ამისთვის მათ გამოიყენეს აბაზანის სარკიანი კარადა, რომლის უკანაც ვებ-კამერა დაამონტაჟეს. კამერა თავის მხრივ Mac Mini-ს კომპიუტერს უკავშირდება.

მოწყობილობა სურათს მაშინ გადაიღებს, როდესაც სარკის წინ მდგარი ადამიანი გაიცინებს.

არ არის გამორიცხული, რომ მოწყობილობა კერძო სახლების მფლობელებში, რესტორნების ან ღამის კლუბების საპირფარეშოებისთვის გახდეს პოპულარული.