ლეგენდარული Harley-Davidson -ი ელექტროციკლს უშვებს

მოტოციკლების ლეგენდარულმა მწარმოებელმა Harley-Davidson-მა თავისი პირველი ელექტროციკლი წარმოადგინა.

ელექტრული მოტოციკლი ფართო გაყიდვაში არ გამოვა - კომპანია თავად აარჩევს კლიენტებს აშშ-დან, რომლებიც შეძლებენ სიახლე გამოსცადონ.

მოტოციკლს Project LiveWire ეწოდა და ის წლის ბოლომდე კომპანიის 30 სადილერო ცენტრში იქნება წარმოდგენილი.

"Project LiveWire უფრო მეტად პირველ ელექტროგიტარას ჰგავს, ვიდრე ელექტრომობილს. ეს არის ინდივიდუალურობის და საკულტო სტილის გამოხატულება, ოღონდ ელექტროციკლის ფორმით. Project LiveWire არის ხმამაღალი განაცხადი კომპანიისა და ბრენდისთვის”- განაცხადა Harley-Davidson Motor Company-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა მარკ-ჰანს რიხტერმა.

მოტოციკლს დატენვის გარეშე 209 კმ-ის გავლა და 148 კმ.სთ-ის მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეუძლია. მოტოციკლის დასამუხტად კი 30 წთ-დან 1 სთ-მდე დროა საჭირო.

ბრენდის თაყვანისმცემლები სიახლეს არაერთგვაროვნად შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი მოტოციკლი, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ფაქტობრივად, ხმას არ გამოსცემს.