თელ-ავივში რელსებზე მოძრავი მაგნიტური ტაქსი გამოჩნდება

თელ-ავივში გაიყვანენ მონორელსურ რკინიგზას, რომელიც ტაქსებისთვის იქნება განკუთვნილი.

რკინიგზა მაგნიტური საკიდის პრინციპით იმუშავებს.

SkyTran -ის სატრანსპორტო სისტემის პირველი 500 მეტრიანი მონაკვეთი კომპანია Israel Aerospace Industries (IAI)-ის ტერიტორიაზე აიგება, ხოლო მოგვიანებით გაკეთდება კომერციული ქსელი.

ორადგილიანი კაფსულები რელსზე დამაგრებული იქნება ძლიერი ელექტრომაგნიტებით. ახალი სატრანსპორტო სისტემა 2015 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება.

სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ტრანსპორტი სმარტფონის საშუალებით გამოიძახოს განსაზღვრულ გაჩერებაზე. კაფსულა 70 კმ.სთ სიჩქარით იმოძრავებს, თუმცა კომერციულ ვარიანტში გათვალისწინებულია უფრო მაღალი სიჩქარეც. კაფსულისთვის განკუთვნილი მაგნიტური რკინიგზა მიწიდან 6 მ სიმაღლეზე დამონტაჟდება.

ქალაქის განვითარების ექსპერტი ჯო დიგნანი მიიჩნევს, რომ ახალი სისტემა წარმოადგენს უკვე არსებული ინფრასტრუქტურისა და ინდივიდუალური ტრანსპორტის ერთგვარ ჰიბრიდს. ტრანსპორტი შეგვიძლია მატარებლისა და ტაქსის ჰიბრიდადაც მივიჩნიოთ.