Harley-Davidson-ი 66 000 მოტოციკლს მუხრუჭის პრობლემის გამო უკან გაიწვევს

ცნობილია 5 საგზაო შემთხვევა, რომელიც პროვოცირებული იყო გაუმართაობის გამო

ამერიკული კომპანია Harley-Davidson-ი 2014 წელს წარმოებულ 66.4 ათას მოტოციკლს უკან გაიწვევს. ამის შესახებ Associated Press წერს.

მოტოციკლების უკან გაწვევა, სამუხრუჭე სისტემაში დეფექტის გამო გახდა საჭირო. დეფექტი მოძრაობის დროს წინა წამყვანი თვლის ბლოკირებას იწვევს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაწვევა გავრცელდება 2013 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 7 მაისამდე წარმოებულ Touring-ის და CVO Touring-ის მოტოციკლებზე.

ამჟამად კომპანიისთვის ცნობილია 5 საგზაო შემთხვევა, რომელიც პროვოცირებული იყო აღნიშნული გაუმართაობის გამო.

Harley-Davidson Motor Company - მოტოციკლების მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია 1903 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი ბაზა აშშ-ის შტატ ვისკონსინში მდებარეობს.