ჩინური Gionee მსოფლიოში ყველაზე თხელ სმარტფონს გამოუშვებს

ჩინურმა კომპანია Gionee-მა განაცხადა, რომ მალე მსოფლიოში ყველაზე თხელ სმარტფონს გამოუშვებს.

5 მილიმეტრი სისქის სმარტფონის წარმოებისა და რეალიზაციის ნებართვა უკვე გასცა ნაციონალურმა სასერთიფიკაციო სააგენტო TENAA-მ.

Gionee-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სმარფტონ GN9005-ს 4.8 დუიმიანი დისპლეი ექნება. გარდა ამისა, გაჯეტი მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი იქნება. მისი წონა დაახლოებით 95 გრ. იქნება.

ამჟამად ამ წონის მხოლოდ რამდენიმე Android-სმარტფონი არსებობს, თუმცა მათი ეკრანის ზომები 4 დუიმს არ აჭარბებს.

ახალი სმარტფონი იმუშავებს quad-core -ის 1,2-იან პროცესორზე და მას 1 გეგაბაიტი ოპერატიული და 16 გეგაბაიტი შიდა მეხსიერება ექნება. GN9005 ანდროიდის პლატფორმაზე იმუშავებს - უფრო ზუსტად კი მწარმოებელი გეგმავს სმარტფონი Jelly Bean-ის ვერსიაზე გამოუშვას.

ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება სმარტფონი და როდის გამოვა ის.

შეგახსენებთ, iPhone-ს ბოლო მოდელის სისქე 7 მმ-ზე მეტია, ხოლო Galaxy S5 -ის 8 მმ-ზე მეტი.