მომავლის ”ჯიპები”

მსოფლიოს მაღალი გამავლობის ავტომობილები იპყრობენ.

მაგალითად, თუ 14 წლის წინ მსოფლიოში 180 დასახელების SUV (Sport Utility Vehicle) კატეგორიის ავტომობილის წარმოება ხდებოდა, ახლა მათი რაოდენობა 370-მდეა გაზრდილი. მაღალი გამავლობის ავტომობილების გაყიდვების რაოდენობამ კი 2013 წელს 15 მლნ ერთეულს გადააჭარბა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20 მილიონს გადააჭარბებს. ასეთ სიტუაციაში კი ცნობილ ავტომწარმოებლებს გულხელდაკრეფილი ჯდომა არაფერში აწყობთ, ამიტომ ცნობილი საავტომობილო მარკები, ბაზარზე პოზიციები რომ გაიმყარონ, აქტიურად მუშაობენ ახალი მოდელების შექმნაზე. მაღალი გამავლობის ავტომობილების წარმოებით აქტიურად არიან დაკავებული ისინიც კი, ვისგანაც ამას მომხმარებელი ყველაზე ნაკლებად ელოდება.

2015 წელს გასაყიდად გამოვა Maserati Levante, რომლის ფასი 80 000-150 000 $ ფარგლებში იქნება. თავდაპირველად ”ფიატში” ფიქრობდნენ, რომ Levante, რაც იტალიურად აღმოსავლეთს ნიშნავს, Jeep Grand Cherokee-ის პლატფორმაზე აეწყოთ, მაგრამ კომპანიამ გადაიფიქრა და ავტომობილს საფუძვლად Dodge Durango დაედო.

2016-ში ჰოლანდიური Spyke-რი D8 Peking-to-Paris გამოშვებას აპირებს. კონსტრუქტორები გვპირდებიან, რომ მანქანა ნამდვილი ”მხეცი” იქნება, და 300 კმ/საათში სიჩქარეს განავითარებს. პირველ ”ასეულს” კი ახალი ავტომობილი ხუთ წამში აკრეფს. მანქანის ფასი 200 ათას დოლარს გადააჭარბებს.

მაღალი გამავლობის ავტომობილის გამოშვებას გეგმავს 2016 წლისთვის ”იაგუარიც”. Jaguar C-X17 -ის ავტომობილი სულ რაღაც 50 000 -58 000$ იქნება. ბრიტანელი ინჟინრები კი გვპირდებიან, რომ ორ წელიწადში დღის სინათლეს ახალი Bentley SUV ნახავს, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ში იქნება. სხვადასხვა გათვლებით, ბენტლი გეგმავს 3-5 ათასი ასეთი ავტომობილის გაყიდვას, რომლის ფასიც 190 000-200 000 $ იქნება.

170 ათასი ევრო ეღირება სპორტული ყველგანმავალი Lamborghini Urus-ი. 2018 წელს გამოვა ახალი Rolls-Royce Cullinan, რომელიც 335 000-372 000 $ ეღირება.

იხილეთ ფოტოგალერეა