მსოფლიოში პირველ სმარტფონს 20 წელი შეუსრულდა

სმარტფონი IBM Simon Personal Communicator აშშ-ში 1994 წლის 16 აგვისტოს გამოვიდა.

მოწყობილობას იმ დროს სმარტფონი არ ერქვა, ვინაიდან ეს ტერმინი არ გამოიყენებოდა. IBM-მა, დაახლოებით 50,000 ცალი მოწყობილობა გაყიდა, რომლის ფასი $899-$1400-ის ფარგლებში მერყეობდა. გაჯეტს გააჩნდა მწვანე LCD ეკრანი და სტილუსი. IBM Simon პოპულარული იყო ბიზნეს წრეებში, მას გააჩნდა სხვადასხვა პროგრამები, კალენდარი, ელფოსტა და შეეძლო FAX-ის მოწყობილობებთან მიერთება.