Apple მობილურ საფულეზე მუშაობს

კორპორაცია Apple საკუთარი სმარტფონისთვის განკუთვნილ გადახდის სისტემა iPhone Wallet-ზე მუშაობს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

iPhone 6, რომლის პრეზენტაციაც 9 სექტემბერს დაანონსდა, იქნება Apple-ის პირველი სმარტფონი, რომელსაც უკონტაქტო გადახდისთვის განკუთვნილი NFC ჩიპი ექნება.

მობილურ გადახდებზე Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანიებთან: Visa, MasterCard და American Express. შეთანხმების დეტალები გამჟღავნდება პრესკონფერენციაზე, რომელზეც ახალი iPhone 6 -ის პრეზენტაცია გაიმართება.

ახალი iPhone 6 NFC ჩიპის და თითის ანაბეჭდის სკანირების საშუალებით, მომხმარებლებს გაუმარტივებს გადახდის პროცესს. შედეგად მომხმარებელი შეძლებს სასურველი პროდუქტი აიფონზე თითის ერთი შეხებით იყიდოს.

მიუხედავად Google-ის ძალისხმევისა, დანერგოს ანალოგიური სისტემა Google Wallet-ი, ამერიკული რითეილერები მისთვის აღნიშნული მხარდაჭერის დანერგვას არ ჩქარობენ. თუმცა, ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ Apple სიტუაციას შეცვლის.