ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი და მოხრილი სმარტფონი Samsung-ისგან

Samsung Electronics -ს საუკეთესო პერიოდი არ უდგას

Samsung-მა ვირტუალური რეალობის ახალი ჩაფხუტი და სმარტფონი Note Edge წარმოადგინა, რომელსაც მოხრილი დისპლეი აქვს. ახალი მოწყობილობები ბერლინში, ახალი ტექნოლოგიების გამოფენაზე წარმოადგინეს.

ჩაფხუტის Gear VR-ის და Note Edge-ის გარდა, კომპანიამ პლანშეტის შესაძლებლობების მქონე კიდევ ერთი ახალი სმარტფონი და”ჭკვიანი საათი” წარმოადგინა.

მოგების ვარდნა

Samsung Electronics -ს საუკეთესო პერიოდი არ უდგას. ივლისში ფირმამ, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მოგების 20%-იანი ვარდნის შესახებ განაცხადა.

კომპანია IDC-ის მონაცემებით, რომელიც ბაზარს იკვლევს, სმარტფონების ბაზარზე Samsung-ის წილი 2014 წლის მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.2%-დან 24.9%-მდე დაეცა. ამავდროულად გაიზარდა Samsung-ის კონკურენტების წილი Android-ის სისტემაზე მომუშავე სმარტფონების ბაზარზე.

bpnახალი ჩაფხუტი

ვირტუალური რეალობის ახალი ჩაფხუტი არის Samsung -ის და Oculus-ის თანამშრომლობის შედეგი. ჩაფხუტი Galaxy Note 4 -თან ერთად, წყვილში მუშაობს. მასში გამოყენებულია სმარტფონის დისპლეი და აუდიოსისტემა. ასევე, აქვს ლინზის დამატების შესაძლებლობა, შორსმხედველების ან ახლომხედველებისთვის. ასევე, ჩაფხუტს გააჩნია სხვადასხვა სენსორები.

Samsung-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი მოწყობილობა საშუალებას იძლევა დაინახოთ გამოსახულება (პანორამა) 96 გრადუსით, რაც ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ უყურებ 4.4 მეტრის ეკრანს 2 მეტრის დაშორებით.

მოხრილი ეკრანი

Samsung-მა განაცხადა, რომ წარმოდგენილი ახალი სმარტფონის მოხრილი ეკრანი საშუალებას იძლევა, მარტივად გამოიყენოთ ყველაზე ხშირად მოხმარებადი აპლიკაციები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოპულარობის მოსაპოვებლად ახალ გაჯეტებს დრო დასჭირდებათ.