"აიფონ 6"-ისა და "6 პლუსის" შეძენის მსურველებს მოცდა 1 თვე მოუწევთ

რა ბრალდებას უყენებს "ეფლს" კონკურენტი კომპანია?

თუ თქვენ "ეფლის" პროდუქციის იმ ფეტიშისტების რიცხვში არ ხართ, ვინც სმარტფონი ჯერ კიდევ გამოსვლიდან რამდენიმე თვით ადრე შეუკვეთეს, მაშინ გაჯეტის შეძენისთვის მოცდა ოქტომბრამდე მოგიწევთ. ყველა მოდელი უკვე გაყიდულია და რეალიზაციისთვის ახალი სმარტფონებია საჭირო, რომელთა მიწოდებასაც "ეფლი" ოქტომბრამდე ვერ ახერხებს. ამიტომ თუ ახლა შეუკვეთავთ "აიფონ 6"-ს ან "6 პლუსს", შიფინგისთვის ლოდინი ოთხ კვირას მოგიწევთ.

ამის პარალელურად ახალი სარეკლამო რგოლი გამოჩნდა, რომელიც "სამსუნგს" ეკუთვნის და რომელშიც ის "აიფონ 6"-ს "სამსუნგ გალაქსის" იმიტაციას უწოდებს. რეკლამაში მოყვანილია 2011 წელს გამოსული რევიუები, სადაც ზომის გამო "გალაქსს" ყოველდღიური გამოყენებისთვის შეუსაბამო უწოდეს. მთხრობელი ამბობს, რომ ეს მეტოქეებმა მხოლოდ ახლა გააკეთეს და რეკლამაში პირდაპირ ჩნდება "აიფონ 6".

"ეფლის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ წლების წინ შეეძლოთ უფრო დიდი ეკრანის მქონე "აიფონის" გამოშვება, მაგრამ ისინი იცდიდნენ, რომ ხარისხი საგრძნობლად გაეუმჯობესებინათ, ახლა კი, როდესაც ეს შეძლეს, მათი თქმით, "აიფონ 6" და "აიფონ 6 პლუსი" ყოველმხრივ მოწინავე გაჯეტია ბაზარზე.

კომპანია "სამსუნგი" და მრავალი ინტერნეტმომხმარებელი ამას არ ეთანხმება და ახალ "აიფონს" უბრალოდ "სამსუნგ გალაქსის" ასლს უწოდებს, რომელიც სამი წლის დაგვიანებით გამოვიდა.

მომზადებულია appleinsider.com-ს მიხედვით.